კომპანია „TST LEGAL“-ის დამფუძნებელი პარტნიორი.

თამარ შუშიაშვილს აქვს 20 წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურსა და კერძო ბიზნესში, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნად, მოსამართლის თანაშემწედ, შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კოლეგიის მოსამართლედ.

ამჟამად არის სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სასამართლო დავების განყოფილების უფროსი. ამავდროულად არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ასოცირებული წევრი და ბიზნეს რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) წევრი.

თამარ შუშიაშვილი არის დოქტორანტი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და მუშაობს თემაზე: ,,ინკვიზიციურობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის ურთიერთმიმართება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას“.

იგი ამავდროულად არის ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დამხმარე სახელმძღვანელოს – სამაგიდო წიგნის“ ავტორი, სადაც მიმოხილულია პოლიციის შესახებ კანონის კომენტარი, რამდენიმე სტატიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის/ტრენინგის მონაწილე.

2005 – ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო  გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

თამარ შუშიაშვილს აქვს 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოიცავს შემდეგ დარგებს/მიმართულებებს:

  • შსს პოლიციის აკადემიაში მასწავლებელი;
  • ადმინისტრაციული სამართალიადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;
  • კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა 2014 წლიდან დღემდე     

Tel: +995 577 558 821

Email: tshushiashvili@tstlegal.ge