TST LEGAL იურიდიული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების სპეფიციკიდან გამომდინარე, გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სამართლის სხვადასხვა დარგში.

ჩვენი საქმიანობის პრინციპები

ჩვენი საქმიანობის უმთავრეს პრინციპს კლიენტის ინტერესების ეფექტურად დაცვა და, ამავდროულად, მისი დანახარჯების მინიმიზაცია წარმოადგენს. ამასთან:

– ნებისმიერი იურიდიული პროცედურის განხორციელებისას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ კლიენტის ჩამოშორებას ბიუროკრატიული პროცედურებისაგან;

– სადავო საკითხის შესწავლის შემდეგ, კლიენტს წინასწარ წარვუდგენთ კვალიფიციურ დასკვნას დავის პერსპექტივის შესახებ;

– ხელს შევუწყობთ კლიენტს სამართლებრივი რისკების გათვლასა და, საბოლოოდ, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში;

– გავიღებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა კლიენტს თავიდან ავაცილოთ სამართლებრივი დავა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ადამიანური და ფინანსური რესურსის გამოყენება.

ჩვენი გუნდი

ჩვენი ღირებულებები

– კლიენტის ინტერესებზე  ორიენტაცია – ყოველი კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა  მისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზებით;

– გუნდი – ჩვენს გუნდში შერწყმულია სამართლის შესაბამისი დარგების სიღრმისეული ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება, რომლის გამოყენებაც ხდება კლიენტის ინტერესებისათვის ერთიანი  სტრატეგიის საფუძველზე;

– სრულყოფილებისკენ სწრაფვა – თვითგანვითარების უწყვეტი პროცესი გვეხმარება მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში.