კომპანია „TST LEGAL“-ის დამფუძნებელი პარტნიორი.

სოფიო მაჭავარიანს აქვს 20 წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურსა და კერძო ბიზნესში, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის დეპარტამენტში სპეციალისტად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიუროს უფროსის მოადგილედ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში კოლეგიის მოსამართლედ, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ დავების განმხილველ ცენტრში (DRC) არბიტრად.

ამჟამად არის სს ,,ლიბერთი ბანკის“ სასამართლო დავების განყოფილების უფროსი. ამავდროულად არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ასოცირებული წევრი და ბიზნეს რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) წევრი, შპს ,,GPN”-ის პარტნიორი.

სოფიო მაჭავარიანი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციის/ტრენინგის მონაწილე.

ასევე, სოფიო მაჭავარიანს აქვს 7 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოიცავს შემდეგ დარგებს/მიმართულებებს:

  • შედარებითი საკორპორაციო სამართალი,
  • სამოქალაქო საპროცესო სამართალი,
  • საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი,
  • კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი,
  • საჯარო რეესტრში გარიგებათა რეგისტრაციისა და აღსრულების სამართალი,
  • იურიდიულ კლინიკის ტრენერი ბიზნეს სამართალში 

Tel: +995 591 906 040

Email: smachavariani@tstlegal.ge